|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა მეფარიშვილს გივი ჭიჭინაძე ჩაანაცვლებს?

ზაზა მეფარიშვილს გივი ჭიჭინაძე ჩაანაცვლებს,  ამის შესახებ "Newpress.ge"-ს პარტია "თავისუფალი საქართველის იმერეთის ორგანიზაციის" ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ განუცხადა.  გოგი წუალიას თქმით, იმერეთის გუბერნატორისთვის შესაფერის სამსახურს ახლა ეძებენ.  „რაც მაქვს ინფორმაცია, რეალურია. იმერეთის გუბერნატორისთვის ახალ  სამუშაოს ეძებენ, რომ შემდეგ მის ადგილზე სხვა დაინიშნოს.  როგორც კი გუბერნატორის ამბიციას დააკმაყოფილებენ,  მაშინვე შეიცვლება. მის პოზიციაზე  გივი  ჭიჭინაძე მოიაზრება",-განაცხადა გოგი წულაიამ. მისი თქმით, ეს ცვლილება  ჩვეულებრივი მომენტია, მიდის გადანაცვლებები. თუმცა წულაიას აზრით, გაუგებარია,  ზოგადად, გუბერნატორის ფუნქციებიც. მისი თქმით, რომ გუბერნატორის თანამდებობა უფუნქციო რგოლია  და ეს ტვირთად აწევს ბიუჯეტს.

„საერთოდ, რას აკეთებს და რა ფუნქცია აქვს გუბერნატორს,  ვერ გავიგე. ეს არის სამუშაო ადგილები და მეტი არაფერი. ეს თანამდებობა გაჭირვების დროს შევარდნაძემ შემოიღო და პრეზიდენტის რწმუნებული ერქვა.  რა წარმომადგენელი ჭირდება პრემიერს  ქვეყანაში, რომლის ერთი ბოლოდან მეორეში მანქანით 5 საათში ჩახვალ. ამას ჭირდება რეგულირება, მაგრამ ამისვის არ სცალიათ ჯერ",- ამბობს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, გუბერნატორის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება,  თუმცა  ზაზა მეფარიშვილი თავის მოვალეობას გუბერნატორის პოზიციაზე ამ დრომდე ასრულებს,  ის თბილისში პრემიერთან სამუშაო შეხვედრაზე  იმყოფებოდა.

ავტორი: ანა ჯიქია