|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიქაბერიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი გახდა

"მადლობა საქართველოს პარლამენტს,  ასეთი მაღალი ნდობის გამოცხადებისათვის, მადლობა ქვეყნის პრეზიდენტს ჩემი კანდიდატურის დასახელებისათვის, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვიქნები ობიექტური წარმომადგენელი", -განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ  "ნიუპრესთან" საუბარში. დღეს, საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ჭიქაბერიძის კანდიდატურა დაამტკიცა. ჭიქაბერიძე აქამდე   "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 

 ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე მათან ერთად  და ნათია ჯიქიას კანდიდატურა განიხილებოდა.  მათი კანდიდატურები  ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა.

ავტორი: ნიუპრესი