ინდირა ჯგერნაია: ,,მომღერლებს, რომლებმაც ახალი წლის ღამეს ქუთაისს ვუმღერეთ, ამ დრომდე ჰონორარი არ აგვიღია"
მომღერალი ინდირა ჯგერნაია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს მიმართავს. როგორც ,,ნიუპრესისთვის" გახდა ცნობილი, აღნიშნული პოსტის დაწერისკენ მომღერალს შექმნილმა ვითარებამ უბიძგა. ჯგერნაიას ინფორმაციით, მომღერლებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სცენაზე იდგნენ, ჰონორარი ამ დრომდე არ მიუღიათ.
,,ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს იანვრის დასაწყისიდან დღემდე ხელფასი არ აუღიათ? არც საჭმელი უჭამიათ იანვრიდან დღემდე? და ჩვენ, ცნობისთვის, მომღერლებს, რომლებმაც ახალი წლის ღამეს ქუთაისს ვუმღერეთ, ამ დრომდე ჰონორარი არ აგვიღია!" - წერს ჯგერნაია.

ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა