|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოდარ ებანოიძე: ,,იპოთეკით დაზარალებულების კი არა, სახელმწიფოს ვალები ვერ გაგვისტუმრებია"

იპოთეკით დაზარალებულების ტრადიციულ მოთხოვნებს - შეწყდეს გამოსახლება და მიიღონ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები,  პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე პასუხობს.

კითხვაზე,  რამდენად ლეგიტიმურია იპოტეკით დაზარალებული პირების მოთხოვნები და რა შეიძლება გაკეთდეს  გამოსავლის ძიების კუთხით "Newpress.ge"-სთან საუბარში დეპუტატმა განაცხადა:  ,,მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია, ვინ უნდა გასცეს ეს სესხები? სასესხო ბანკი გავაკეთოთ თუ რა? ბიუჯეტი უკვე  მკაცრად არის გაწერილი,  ავდგეთ და საყოველთაო ჯანდაცვა მოვხსნათ თუ რომელი პროგრამა გავაუქმოთ მათზე სესხების გაცემის სანაცვლოდ?  ამ საკითხზე გარკვეული პერიოდი ჩემი ინიციატივით ჩავერთე, მიანტერესებდა მდგომარეობის დეტალური შესწავლა.   დაახლოებით 200 მილიონი ლარის ფარგლებში არსებული ქონება  მხოლოდ საბანკო სექტორში აღსრულების პროცესშია, ჯამში კი ეს თანხა მილიარდს აჭარბებს, ამიტომ თუ ვინმეს აქვს  იმის ილუზია, რომ ამ ვალებს ბიუჯეტი მოერევა,  მინდა,  მათ ვუთხრა რომ ჩვენ სახელმწიფო ვალები ვერ გგავისტუმრებია, რომელიც 1995-1996 წლებში ძველი ბინათმშენებლობების და სხვა მიმართულებით ავიღეთ"-გა ნოდარ ებანოიძემ.  მისი თქმით,  ადამიანები, რომლებიც იღებენ მზგავსი ტიპის სესხებს, ისინი გააზრებულად მიდიან ამ ნაბიჯზე და ამას მათ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს,  თუმცა გარკვეული ტიპის რეგულაციებიების შემოღება საჭიროა: "ამაზე მზადდება კანონპროეტქი  პაატა კიკნველიძის მიერ,     თავის დროზე გედევავან ფოფხაძემაც შემოიტანა კანონპროექტი, ის გულისხმობდა რომ 2014 წლის თებერვლამდე შეჩერებულიყო  გამოსახლება,  ფაქტობრივად,  კანონად არ მიგვიღია, მაგრამ  გამოსახლებები თებერვლამდე მართლაც შეჩერებული იყო", აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა. 

 კითხვაზე, იყო თუ არა  კოალიციის წინასაარჩევნო დაპირება იპოთეკით დაზარალებული პირების მოთხოვნების დაკმაყოფილება,  რასაც ისინი დღესდღობით აყენებენ,  დეპუტატი აცხადებს ,,ასეთი დაპირება კოალიციის მხრიდან  არ ახსენდება და  პირადად მას არც ერთი მათგანისთვის მზგავსი ტიპის ილუზია არ შეუქმნია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე  შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო  აქცია გაიმართა.  

ავტორი: ეკა შალამბერიძე