|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზის ფასის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაპოვნი იქნება გზები, რომ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე არ მოხდეს. აღნიშნულ საკითხზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
 მან ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაზის საფასურის გაძვირების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
"ჩვენ თავად "სოკარის" წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ისინი აბსოლუტურად მზად არიან, რომ მოვილაპარაკოთ ამ თემაზე. მინდა ორივე ვიცე-პრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად ეს საკითხი უსწრაფესად გადაწვიტოთ. შეიძლება ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანის მხარესაც, რომ მოხდეს საკითხის გადავადება, პროცესის გადაწევა. მიმაჩნია, რომ არის გარკვეული გზები თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 ნერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, რა ვადით შეიძლება მოხდეს კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის გაძვირების გადავადება. როგორც მან  მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ყველაფერი 1 მარტამდე გაირკვევა".
მისივე განმარტებით, საფასურის გაძვირების გადავადების საკითხზე  "სოკართან" მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

ავტორი: ნიუპრესი