დავითობა გელათის სამონასტო კომპლექსში
გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა მეუფე კალისტრატემ აღავლინა. ტრადიციულად, მეუფე კალიტრატემ დავით აღმაშენებლის საფლავი აკურთხა. გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზოში დღეს ასევე წნიდა ნინოს ჯვარი აკურთხეს.
დილიდან ტაძარში მომლოცველებთან ერთად იმყოფედონენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, რომელებიც საზეიმო წირვა-ლოცვას შემდეგ გელათისა აკადემიაში ჩატარებულ საჯარო ლექციას დაესწრნენ. ლექცია, რომელიც დავით აღმაშენებლის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეძღვებოდა, მწერალმა ირაკლი საღლიანმა წაიკითხა.
დავით აღმშენებელი ბაგრატიონთა დინასტიიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი იყო, რომელმაც მოახერხა ქვეყნიდან თურქ-სელჩუკის განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მას არმიასა და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამახალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.
ავტორი: ანა ჯიქია, ანი ლიპარიშვილი