ნარგიზ ჩოგოვაძე: ,,რა არის, რა ამბავი ატყდა“
"რა არის, რა ამბავი ატყდა?!“ - ასე გამოეხმაურა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საქალაქო ბიბლიოთეკის დირექტორი, ნარგიზ ჩოგოვაძე ბიბლიოთეკის ფილიალის ძარცვის ფაქტს. მისი უკმაყოფილება ამ ფაქტით მედიის დაინტერესებამ გამოიწვია და "ნიუპრესის" ჟურნალისტს ამგვარი რეპლიკით უპასუხა.
როგორც ჩოგოვაძემ განმარტა, დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს ბიბლიოთეკა გატეხილი დახვდათ, ბოქლომები კი იქვე მახლობლად ეყარა. ,,დილით სამსახურში, რომ გამოცხადდენ თანამშრომლები კარები გატეხილი დახვდათ. ოთახში შესულებმა აღმოაჩინეს, რომ აღარ იყო ერთი პერსონალური კომპიუტერი. ბოქლომები, რომლითაც კარებები იყო დაკეტილი, იქვე ბიბლიოთეკის შენობასთან ახლოე ეყარა, მათთან ერთდ ეგდო ქსეროქსის აპარატის ხუფიც. სამართალდამცავებმა სწორედ აღნიშნული ნივთების განლაგების მიხედვით დაიწყეს მოძრაობა, რის შემდგომაც იქვე ბუჩქებში დამალული ქსეროქსის აპარატი აღმოაჩინეს“ - განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზ ჩოგოვაძემ.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საქალაქო ბიბლითეკის მე-13 ფილიალის ძარცვის ფაქტზე საქმე 177 -ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას ითვალისწინებს.
ავტორი: ანა ჯიქია