|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარტში, ქუთაისში ხელბურთის ევროპის საკვალიფიკაციო ტურები გაიმართება

 ქუთაისის სპორტის  სასახლე მარტში ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირები გოგონათა შორის  უმასპინძლებს. ამის შესახებ, დღეს, ქუთაისში იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადეს.

ჩემპიონატში მონაწილეობას ოთხი  ქვეყნის: ნორვეგიის, ჰოლანდიის, ლატვიის და საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებები მიიღებენ. "19 -დან 23 მარტამდე ქუთაისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურები  ჩატარდება,  მიმდინარეობს მზადება ტურნირისათვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისს ამ ეტაპზე ხელბურთელ გოგონათა ნაკრები არ ყავს, თუმცა ამის ტრადიცია არსებობს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში აუცილებლად აუცილებლად  ეყოლება", - განაცხადა იმერეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ ნადირაძემ. 

ავტორი: ანა ჯიქია