|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია:"ან ვანგაა ბატონი დავითი, ან ბიზნესს ალაგებს"

დღეს, ქუთაისის საკრებულომ სახელმწიფო  შესყიდვების გეგმაში ცვლილებები  დაამტკიცა, რომელიც  მერიის ავტოპარკის განახლებას შეეხებოდა.  ცვლილებებს ოპოზიაციამ მხარი არ დაუჭირა.

სახელმწიფო  შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანაში შენიშვნები ჰქონდათ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. დავით გოგისვანიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვი აქვს ტენდერში „კია მოტორსის“ აუცილებლად გამარჯვების შესახებ, თუმცა საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, არ დაუსახელებია: „ ახლა ნამდვილად არ იყო ავტოპარკის განახლების დრო.  მაქვს ინფორმაცია, წყაროს ვერ დავასახელებ, რომ "კია მოტორსი"  ტენდერში გაიმარჯვებს, მე ვფიქრობ, ეს მოდის ცენტრალური ხელისუფლებისგან“,- განაცხადა დავით გოგისვანიძემ. 

დავით გოგისვანიძის დაანონსებულ გამარჯვებას „კია მოტორსის“  შესახებ შოთა მურღულია გამოეხმაურა: „არსებობს ასეთი ზღაპრული თემები.  აქ იქნება ტენდერი გამოცხადებული და 10 მანქანა უნდა ჩანაცვლდეს და ვინ გაიმარჯვებს ტენდერში, რა ვიცი, ან ვანგაა ბატონი დავითი,  ან ბიზნესს ალაგებს“, -განაცხადა შოთა მუღულიამ. 


ავტორი: ანა ჯიქია