|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია გოგი წულაიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

ქუთაისის მერიის განცხადებით, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივმა ლიდერმა გოგი წულაიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. 
საქმე ეხება გუშინ გამართულ პრესკონფერენციას, სადაც წულაიამ ადგილობრივი მთავრობა ბიუჯეტის არამიზნობრივ შედგენაში დაადანაშაულა. "სინამდვილეში ოპონენტმა გამოავლინა ელემენტარული საბიუჯეტო კითხვის უცოდინარობა. ჩვენ ვთავაზობთ ბატონ წულაიას ჩვენთან ერთად წაიკითხოს ბიუჯეტის მისთვის საეჭვო მუხლები და შესაბამისად, მიიღებს განმარტებებს. საუბარია კლასიფიკაციის კოდის სათაურებზე, რომლის იქით ბატონი გოგი ან არ კითხულობს, ან კითხულობს და არ სურს გარკვევა"-აცხადებს მერიის პრესსამსახური და ბიუჯეტის მუხლების განმარტებებს აქვეყნებს: "ასე მაგალითად: ქუთაისის მერიას 410 000უდევს მებაღჩეობის განვითარებისთვის, თუმცა ეს არის კლასიფიკატორი, რომელსაც აქვს პირობითი სათაური და კოდი 773. სათაურის შემდეგ ჩამოშლილია სრული განმარტება, თუ რას ნიშნავს მებაღჩეობის განვითარება: მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები -410 000
მასში შედის, ხე-მცენარეების განაშენიანება-57 400
ქალაქის ტერიოტორიაზე ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა-პატრონობა(კეთილმოწყობა)-352 600
რესტორნებისა და სხვადასხვა კვების ობიექტების მომსახურებები -61 300(კლასიფიკატორის კოდი 553)
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან კვებითი მომსახურება 32,00 მერია (რაც გულისხმობს, დელეგაციის სტუმრობა- გამასპინძლებას)
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან კვებითი მომსახურება 3,50 საკრებულო
საბანკეტო მომსახურება ჯანდაცვა 22 000, რაც გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში სოციალური ღონისძიებების ფარგლებში ბენეფიციართა გამასპინძლებას",-ნათქვამია მერიის პრესსამსასახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: გიგა გელხვიიძე