|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა. 2015 წელს, საქართველო ამ მხრივ 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს, მაშინ როცა 2014 წელს 84-ე, ხოლო 2013 წელს მე-100 პოზიციას იკავებდა. 
აღნიშნულ კვლევას "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, პირველ ხუთეულში მედიის თავისუფლების მხრივ ფინეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები და შვედეთი შედიან, ბოლო ადგილას ჩრდილოეთ კორეა და ერიტრეა გავიდა, რუსეთი კი 152-ე ადგილს იკავებს. 
კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მედიის თავისუფლების მხრივ ვითარება წელს გაუარესდა, რაც ექსტრემისტული დაჯგუფებების "ისლამური სახელმწიფოსა" და "ბოკო ჰარამის" გააქტიურებას უკავშირდება. 


ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი