ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისას ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ საჩუქრად წიგნები გადასცა. იმერეთის ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოტე ლომიძე, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და გამგებელი რობიზონ გვენეტაძე პედაგოგებს შეხვდნენ და მათ არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდნენ. მხარეთა ჩართულობით უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე კი ჯვარისას სკოლას ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საოფისე ინვენტარი გადაეცა.
ავტორი: ნიუპრესი