ნუგზარ წიკლაური: ,,პოლიციელები კანონიერ ქურდებს მიუგდეთ საჯიჯგნად"
უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინაში ყოფილი ხელისუფლების უნიათო წარმომადგენლები ინიშნებიან და ეს სერიოზულ ზიანს მოუტანს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკაური გამოეხმაურა.
,,საქართველოს მთავრობას აქვს მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების ყოფილი ხელისუფლების წარმოამადგენლებთან და მსგავსი სახის განცხადებები სწორედ ამის დამადასტურებელია. მე კი გეტყვით, რომ უნიათობების დანიშვნა, რომ ვინმეს უნდოდეს აუცილებლად დაასაქმებდნენ ჭიკაიძეს, ხადურს და ზაქარეიშვილს, რათა ისე დააწყო ყველაფერი, როგორც საქართველოში მოახერხეს. უკრაინის ელჩის საქართველოში დაბარებით, ეჭვქვეშ აყენებთ ამდენი ხნის მეგობრულ ურთიერთობას უკრაინა-საქართველოს შორის. თქვენ გგონიათ, რომ უკრაინა ომს წააგებს და ის დაბალი ღობეა, რომელსაც შეგიძლიათ ყველაფერი უთხრათ, რადგანაც ზურგს უკან რუსეთი გყავთ" , - განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაურის განცხადებით, ხელისუფლებამ სამართალდამცავები კანონიერო ქურდების ხელში ჩააგდო და მათი საჯიჯგნი გახადა: ,,პოლიციელები კანონიერი ქურდებს საჯიჯგნად მიუგდეთ. მიხეილ სააკაშვილი იქნება ძალიან შორს, როცა თქვენ მოგინდებათ და ძალიან ახლოს იქნება, როდესაც თავიანთ ხალხს დაჭირდება", - აცხადებს წიკლაური.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა