ქუთაისის ბაგა-ბაღებში კვება სამჯერადი გახდა
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ააიპ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელთან ერთად, რამდენიმე ბაღში მივიდა, საუზმის მომზადების პროცესს დაესწრო.
ქალაქის მერის გადაწყვეტილებით 2015 წლიდან ბაღებში კვება სამჯერადი გახდა, სადილს და სამხარს საუზმე დაემატა. ბაგა-ბაღებში წელს მეორე ცვლის პედაგოგებიც მიიღეს.
,,წელს ბაღებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. დავათვალიერეთ საუზმის მომზადების პროცესი, გავეცანით რამდენად კმაყოფილია პედაგოგი და მშობელი სიახლეებით. მოხარული ვარ, რომ ცვლილება დადებითად არის აღქმული. წელს ბაღებში მიშენებები და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება“, -აღნიშნა შოთა მურღულიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა