"რიგის სამიტი ჩვენთვის მხოლოდ ანგარიშგების ღონისძიება არაა"- გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის მიუხედავად, როგორც არაწევრი
ქვეყანა, ჯერჯერობით სრულად არ ვსარგებლობთ ამ უსაფრთხოების სისტემის დაცულობით.
"ამ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ ჩვენ განსაკუთრებით მეტ ინტერესს და მხარდაჭერას ვითხოვთ პარტნიორებისაგან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი ჩვენთვის მხოლოდ ანგარიშგების ღონისძიება
არაა. საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც მკაფიოდ გამოკვეთს ქვეყნის პერსპექტივებს", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, საქართველო აფასებს მხარდაჭერას დასავლური ინტეგრაციის დემოკრატიული განვითარების,
ეკონომიკური წინსვლის, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
" უაღრესად მნიშვნელოვაია
ევროკავშირის და შეერთებული შტატების როლის გაზრდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესშიც.
მოველით, რომ ისინი გააგრძელებენ ქვეყნის მხარდაჭერას. რათა შემცირდეს საფრთხეები, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში
შექმნილი ვითარებიდან და მოხდეს კოორდინირებული და ადეკვატური რეაგირება ნებისმიერ ზეწოლაზე
რუსეთის ფედერაციის მხრიდან", -განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ანა ჯიქია