"პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა პარალიზებულია"-გია ცაგარეიშვილი
ძალიან საინტერესო გამოსვლა
- ასეთ შეფასებას აძლევს ფრაქცია
,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ამომწურავად და ღიად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან პრობლემაზე,
რომელიც ქვეყნის ყოველდღიურობაში დგას.
,,ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო, ინფორმაციულად ტევადი. პრეზიდენტი შეეხო ყველა იმ პრობლემას, რაც ჩვენ ყოველდღიურობაში გვაქვს. პრეზიდენტის გამოსვლიდან ნათლად იკვეთებოდა, რომ ის მტკივნეულად აღიქვამს იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომელსაც მას ამჟამინდელი ხელისუფლება უქმნის ყოველდღიურ საქმიანობაში, დაწყებული უშიშროების საბჭოს მუშაობაში ხელის შეშლით, დამთვრებული ეკონომიკასთან, ფინანსებთან დაკავშირებული დიალოგის უგულებელყოფით. ფაქტიურად, ამ კუთხით სრულიად პარალიზებულია თანამშრომლობა ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე