,,რაც არ უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტმა, ამის აღმსრულებელი არავინ იქნება" - გიგი წერეთელი
,,რაც არ უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტმა, ამის აღმსრულებელი არავინ იქნება" - ასე ეხმაურება ,,ნაციონალური" მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში.
წერეთლის განცხადებით, ,,როდესაც მთავრობა არ უსმენს პრეზიდენტს, ალბათ შედეგიც ასეთი იქნება. რა თქმა უნდა, იყო თემები, რომლებსაც გვერდს ვერავინ აუვლიდა, თუმცა ოპოზიციის შეხედულებით, მათი კიდევ უფრო მკაფიოდ და მწვავედ წარმოდგენა იყო შესაძლებელი. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ შეიძლება ძალიან ბევრი რამ ითქვას, თუმცა რა არის გამოსწორებადი და როგორ გამოსწორდება, ამაზე საუბარი რთულია, მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ უსმენს პრეზიდენტს" ,- განაცხადა წერეთელმა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე