სერგო რატიანმა საყდრისთან დაკავშირებით გერმანელი პროფესორის წერილი გაასაჯაროვა
"ნაციონალური მოძრაობა" საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა
სერგო რატიანმა გერმანიის ქალაქ ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის თომას შტოლნერის წერილი გაასაჯაროვა.
სადაც წერია, რომ საყდრისის ოქროს საბადო უძველესია
და მისი ნგრევა მესოპოტამიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამად მიმდინარე ნგრევას შეიძლება შევადაროთ. „საყდრისის დანგრევა შეგვიძლია შევადაროთ
მესოპოტამიის კულტურული ძეგლების ნგრევას და
ავღანეთში კულტურული ძეგლების ნგრევას. ეს არის საკმაოდ მძიმე შეფასება და ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არ უნდა იყოს პარტიული
გაყოფა“, -განაცხდა სერგო რატიანმა.
საყდრისთან დაკავშირებით დღეს ბიუროს
სხდომაზეც იმსჯელებენ, სადაც უნდა გადაწყდეს, შევა თუ არა დღის წესრიგში
საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.
ავტორი: ანა ჯიქია