|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უჩა ნანუაშვილი:"პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას"

"2014 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემური რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი", - ნათქვამია სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში.  

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, 2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენციას. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ასეთი ფაქტები უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. "სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არაეფექტურია", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა