ავტოიმპორტის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს, რომლის შედეგადაც საქართველოში 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი გათავისუფლდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისგან, თუ იგი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას (გააიმპორტებს ან გაიყვანს რეექსპორტზე). ამ რეგულაციით სულ მცირე 1000 ლარით „გაიაფდება“ მანქანა და, შესაბამისად, საგრძნობლად გაიზრდება მისი გაყიდვის ალბათობაც. გარდა ამისა, საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა გაიზრდება 60 დღემდე. ასევე გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე. შემდეგი ცვლილების თანახმად, თუ იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაშიც ვერ მოახერხა გაყიდვა, მარტივდება საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილის განთავსების პირობები. ამასთან, ეს რეჟიმი, საბაჟო საწყობის გარდა, გავრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვ.).
"ჩვენ ამ
საკითხებზე მუშაობა გარკვეული პერიოდის წინ გვქონდა დაწყებული. შევხვდით და
კონსულტაცია გავიარეთ ავტოიმპორტიორებთან. მთავრობამ
გადაწყვიტა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და
გარკვეულწილად იმპორტიორებს შეუმსუბუქდებათ ჯარიმების თემა, რაც გაზრდის ავტომობილის გაყიდვის ალბათობას."- აღნიშნა შემოსავლების
სამსახურის უფროსმა გიორგი
თაბუაშვილმა.
.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი