„ორმაისობის“ ხარჯები 20 ათასი ლარით გაიზარდა
„ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულზე
სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობად მერიამ ტენდერი 100 000 ლარის ფარგლებში
გამოაცხადა. 2014 წელთან შედარებით „ორმაისობის“ ხარჯები დაახლეობით 20 ათასი ლარით
არის გაზრდილი.
„გვირილობის“ დღესასწაულზე ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატული თეატრის ფოიეში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის გამოფენის ორგანიზებისათვის მერიამ 1 700 ლარის ტენდერი გამოაცხადა. კონცერტის ორგანიზება ბიუჯეტს 33 ათას 7 00 ლარი დაუჯდება.
რაც შეეხება მანანა მენაბდის კონცერტს, ამისათვის 13 ათასი ლარი გამოიყო.
ელექტრონული მუსიკის ორგანიზებისთვის 6 ათას 700 ლარია
გათვალისწინებული.
მერიამ 1 500 ლარიანი ტენდერი გულზე მისამაგრებელი გვირილების დამზადებისთვისაც გამოაცხადა.
„ორმაისობას“ პირველი სკოლის ტერიტორიაზე წიგნების და "გარდენია შევარდნაძის", დეკორატიული მცენარეების ორდღიან გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ გასულ
წელს „ორმაისობის“ მოსაწყობად 80 000 ლარი იყო გამოყოფილი. 2014 წელს მერია
თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, მერიამ
სარესტორნე მომსახურებისთვის 30 000 ლარი დახარჯა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი