|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტების რაოდენობა ისევ მცირდება

ტურისტების რაოდენობამ, მარტის თვის მონაცემებით, საერთო რაოდენობის 35,4 პროცენტრი შეადგინა, რაც წინა წილის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით ნაკლებია. კლება 7,4 პროცენტს შეადგენს.  შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტs მონაცემებით, საზღვარზე ტურისტების 348 770 ვიზიტი განხორციელდა. სატრანზიტო მაჩვენებლებში მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,3 პროცენტი შეადგინა.

2015 წლის მარტის თვე 385 970 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 2,2 პროცენტით ნაკლებია. 
2015 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან,აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან,  რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.  ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტში ლიტვა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იტალია (შესაბამისად 136%, 64%, 14% და 12%) გამოირჩეოდნენ. შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (95%) და ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეების 39% და 19%–იანი მატება დაფიქსირდა.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა