ქუთაისის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო
ქუთაისის მერიის
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, კახა მაჩიტიძემ ქუთაისის მერიას მორიგი სასამართლო
დავა მოუგო.
სააპელაცო სამსამართლომ 2013 წელს მაჩიტიძის გათავისუფლების
ფაქტი ბათილად ცნო და მერიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
მაჩიტიძეს ადვოკატირებას არასამთავრობო ორგანიზაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ უწევდა, როგორც ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის
წარემომადგენელი თეონა ზაქარაშვილი აღნიშნავს, სააპალეციო სამსამართლოდ მერიას მხოლოდ
კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რაც შეეხება სამსახურში აღდგენის ნაწილს, ამისთვის
მაჩიტიძე უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
„სააპელაციომ ბათილად და უკანონოდ ცნო მაჩიტიძის გათავისუფლების
ფაქტი, ფინანსურ ნაწილში კი პასუხისმგებლობა მერიას დააკისრა. მაგრამ მიუხედავად იმისა,
რომ ყოფილმა სამსახურმა რეორგანზაცია გაიარა და სხვა სტუქტურას დაექვემდებარა, უზენაეს
სასამართლოს აქვს პრაქტიკა მიიღოს ახალ სამსახურში დაბრუნების გადაწყვეტილება“-აღნიშნავს
ზაქარაშვილი „ნიუპრესს“-თან საუბარში.
ქუთაისის მერია ვალდებულია სასამართლოს დადგენილება
ნებაყოფლობით 7 დღეში აღასრულოს. წინააღმდეგ
შემთხვევაში პირი იძულებით აღსრულებისთვის სააღსრუებოს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს დიმიტრი კოპალიანის მიერ
გამოცხადებულ რეორგანიზაციას იმჟამინდელი სამსახურის უფროსები შეეწირენ. რის შემდეგაც
სამაშველო სამსახურის უფროსი მერიასთან სასამრთლო დავაში შევიდა. პირველი ინსტანციის
მოგების შემდეგ მაჩიტიძე სამსახურში დაბრუნდა, თუმცა ერთ თვეში კვალავ გაათავისუფლეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი