|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი: "ტერორი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს"

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის დაკრძალვას დაესწრო.  ტერორი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს,-  განაცხადა  ყოფილმა პრემიერმა ოჯახისთვის მისამძირების შემდეგ. მისი თქმით, ამ დანაშაულის დამკვეთებს სურთ ქვეყანაში შიში დათესონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ.
"მინდა, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, სწორედ რომ ტერორით უმკლავდებიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ ამით შეგვახსენონ წარსული დრო, საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ. ვარწმუნებ ამ არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდათ, რომ მსგავსი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ყველას პასუხი გაეცემა შესატყვისი და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბესო ხარძიანი 28 მარტს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა