იმერეთში ცხრა სახეობის ხეხილის ნერგი დაირგვება
იმერეთის რეგიონში პროექტის "დანერგე მომავალი" ფარგლებში ცხრა სახეობის ხეხილის ნერგი დაირგვება. რეგიონისთვის ქლიავი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ლურჯი მოცვი, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლია განკუთვნილი. პროექტის დეტალები იმერეთის მხარის გამგებლებს სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. ჩამონათვალში არ მოხვდა ტყემალი, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა მარიანა მორგოშიამ განმარტა, რომ ტყემლის ნერგები შევა ჩამონათვალში. ცხრილი საშემოდგომოდ დაკორექტირდება. "პროექტის "დანერგე მომავალი" ფარგლებში მეწარმეები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. ამავე დროს, გაიზრდება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექპორტო პოტენციალი",- განაცხადა მარიანა მორგოშიამ.
ავტორი: ანა ჯიქია