ქუთაისში სტუდია "ეფექტი" ეფექტურად გაძარცვეს
ქუთაისში სტუდია
"ეფექტი" გაძარცვეს. ობიექტი ქალაქის
ცენტრალურ ნაწილში, კონკრეტულად კი, მერიის გვერდით არის. როგორც სტუდიაში მომუშავე ოპერატორი გაგა ლევიძე განმარტავს, შემთხვევა, სამი დღის წინ საღამოს 18:30 წუთზე მოხდა. სტუდიიდან წაღებულია "ვეტმფრენი", რომელზეც მაგრდება ვიდეოკამერა, ასევე
წაღებულია ობიექტივები და სხვა ტექნიკა.
"საღამოს შემოვედი სტუდიაში, შევნიშნე მინა იყო ჩამსხვრეული და ნივთები გამქრალი, გამოვიძახე პოლიცია. გამოძიებაამ დრომდე მიმდინარეობს. ", -აღნიშნა გაგა ლევიძემ სტუდიის ოპერატორმა.
როგორც შსს პრესცენტრმა ნიუპრესს განუცხადა გამოძიება 187-ე მუხლით
"გამოიკვეთა, რომ
აპარატურა იყი წაღებული, საქმე გადაკვალიფიცირდება შესაბამისი მუხლით. გამოძიება მიმდინარეობს
187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს",-აღნიშნა შსს პრესსამსახურის უფროსმა
აღსანიშნავია, რომ შენობას მერიის ვიდეო კამერა იღებს, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე ეჭვმიტანილი არ ჰყავს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი