„ქუთაისის მერიას ბიუჯეტი საკუთარ სიამოვნებაზე აქვს მორგებული“-გია გოქაძე
„ქუთაისის ბიუჯეტი "ქამრების
შემოჭერის" პოლიტიკაზე არაა გათვლილი“, –აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი
სახლია“ ხელმძღვანელი გია გოქაძე. რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე, მერიის მიერ
ადგილობრივი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.
როგორც გოქაძე აღნიშნავს,
იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მოსახლეობა უკიდურეს მდგომარეობაშია, მერია „ორმასიობის“ ღონისძიებისა და ძაღლების გამოფენის
მოსაწყობად სოლიდურ თანხებს ხარჯავს.
„ეს არაა ქამრების შემოჭერის რეალური პოლიტიკა. რადგან „ორმაისობის“ დღესასწაულისთვის 100 000 ლარი იხარჯება, ძაღლების გამოფენის მოსაწყობად კი 15 348 ლარი. მესმის, რომ მერი რამდენიმე თვის წინ, მის მიერ ჩადენილი უმსგავსო საქციელის რეაბილიტაციას ახდენს. უპატრონო ძაღლების მოსახლეობისთვის მისევის შემდეგ, გამოფენას აწყობს. სხვა ქვეყნების პრაქტიკაში გამოფენის თანხებს კერძო ორგანიზატორი, ან მონაწილეები ფარავენ. რატომ უნდა იხარჯებოდეს ქალაქის ბიუჯეტი? ეს არ არის ქმრების შემოჭერა, ბიუჯეტი საკუთარ სიამოვნებაზე აქვთ მორგებული და შოთა მურღულია უბრალოდ ტყუის“–აღნიშნავს გია გოქაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალაქის "მარადიულ პრობლემას"-საზოგადოებრივი ტუალეტის თემასაც ეხება: " საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციისათვის 40 ათასი ლარი არის გამოყოფილი. თუმცა მეოთხე თვე დაიწყო და რეაბილიტაციის ჯერ არაფერი ჩანს. ქალაქში არსებული ორი საზოგადოებრივი ტუალეტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უფუნქციოდაა, ისევ დაკეტილია",-აღნიშნავს გია გოქაძე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი