|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანია მმოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ახალ ბრალდებებს უყენებს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც დეტალურად ისაუბრა  საჰაერო თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე გაფორმებული მემორანდუმის შესახებ. ირაკლი ალასანია მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ახალ ბრალდებებს უყენებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინა თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მისივე თქმით, ის ვერ ისაუბრებს დეტალურად 2014 წლის 28 ოქტომბერს მის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმზე საფრანგეთთან, რომელსაც ექვსი თვის ვადაში უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ალასანიას თქმით, 6 თვე გავიდა და ეს შანსი ქვეყანამ გაუშვა.

 "თუკი ჩვენ გვინდა ავიცილოთ თავიდან ომი, დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალა ომის თავიდან აცილებისა არის- იყო მზად ომისთვის, იყო მზად შენი მშვიდობის დაცვისთვის. ამას ბუნებრივია სჭირდება შეიარაღებულ ძალებში და საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება. მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, მას სჭირდება თავდაცვითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი ერთ-ერთი ფუნდამენტალური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინა საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა. იმიტომ რომ მათ არასდროს არავინ დაუკარგავთ ომში და მათ არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა