"ტურისტები ქუთაისში სპეციალურად ძაღლების გამოფენისათვის ჩამოვლენ"
გია გოქაძის კრიტიკას
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. ზვიად ჯავახია მიიჩნევს, რომ 15 ათასი ლარი ძაღლების გამოფენისთვის მიზერული თანხაა. გამოფენა ტურისტების მოზიდვაზეა
ორიენტირებული, რაც შემოსავლის სახით დაახლოებით 100 000 ლარს მოიტანს.
"რუსეთიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან უკვე დარეგისტრირებულები არიან ტურისტები, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ქუთაისში ჩამოვლენ. ჩვენ ველოდებით დაახლოებით 150 ტურისტს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც შემოსავლის სახით 100 000 ლარს მოიტანს. არ გვექნება პომპეზური ვახშამი და ფეიერვერკები სწორედ "ქამრების შემოჭერის" პირობებიდან გამომდინარე. სხვა მხრივ, 2 მაისი არის ქუთაისის დღესასწაული და აუცილებლად ღირსეულად უნდა ჩატარდეს", -განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია"ხელმღვანელმა, გია გოქაძემ ქალაქის მერია დღეს ორმაისობის გაზრდილი ხარჯების გამო გააკრიტიკა.
ავტორი: ეკა შალამბერიძე