|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

იპოთეკით დაზარალებულთა ერთმა ჯგუფმა თბილისში იუსტიციის სახლთან აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრა და გასაუბრება იყო. მოთხოვნის მიუხედავად მინისტრი მათ არ შეხვდა. გაღიზიანებულმა აქციის მონაწილეებმა იუსტიციის შენობას კვერცხები დაუშინეს.

ინცინდენტის გამო პოლიციამ,  ქუთაისელი მარინა სუპატაშვილი და თბილისელი ირინე მღვდელაძე დააკავა. მოგვიანებით დაკავებულები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
 როგორც დაზარალებულები ,,ნიუპრესთან" საუბარში აცხადებენ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და  პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ.
,,ვითხოვდით იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, თუმცა მან ჩვენი ნახვა არ ისურვა, რის შემდეგაც პროტესტის სხვა ზომას მივმართეთ და შენობას კვერცხები დავუშინეთ. აღნიშნული ფაქტის გამო პოლიციამ დაგვაკავა" ,- განაცხადა მარინა სუპატაშვილმა. 
ფაქტთან დაკავშრებით მიმდინარეობს მოკვლევა. იპოთეკარები იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო  მათ მდგომარეობას გაითვალისწინებს და ადმინისტრაციული სასჯელით შემოიფარგლება.
 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა