,,მე დღეს შემიყვარდა ქუთაისი" - ბრაზილიის ელჩი
ქუთაისს მერიის კულტურის სამსახურისა და მუსიკოსი მაია ბარათაშვილის ინიციატივით ბრაზილიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ასფორა და ჰოლანდიიდან მოწვეული მუსიკოსები სტუმრობდნენ. მათ ქუთაისის ოპერის თეატრში შეკრებილ მსმენელს ბოსანოვას - ბრაზილიური ჯაზის კომპოზიციები შესთვაზეს. საღამო თავად ბრაზილიის ელჩს მიყავდა და ცდილობდა მაქსიმალურად მიეტანა ქუთაისელ მსმენელამდე ბრაზილიური მუსიკის რიტმები.
მე დღეს შემიყვარდა ქუთაისი და ყოველთვის მეყვარება - ასეთი შეფასება მისცა კარლოს ალბერტო ასფორამ დღევანდელ საღამოს და იმედი გამოთქვა, რომ ისევ დაბრუნდება ქუთაისის სცენაზე. ,,მე შემძრა იმ სითბომ, რომელიც დარბაზიდან მოდიოდა, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო შოუ. ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება მივიღე მაყურებლისგან. მე დღეს შემიყვარდა ქუთაისი და ყოველთვის მეყვარება", - განაცხადა ასფორამ.
,,ამ პროექტის ქუთაისში ჩამოტანა იყო ჩემი ინიციატივა და მე ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის დახმარებით დღევანდელი საღამო შედგა. დღეს საოცარი ენერგეტიკული გაცვლა მოხდა და ერთმანეთს ძალიან თბილი პუბლიკა და ბრაზილიური მუსიკისთვის დამახასიათებელი შესანიშნავი რიტმები შეხვდნენ", - განაცხადა მაია ბარათაშვილმა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა