25 წლის წინ გაუპატიურებული ქალბატონი თავის დაწვით იმუქრება
პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქე ირინა ჯიმშელეიშვილმა აქცია გამართა. როგორც ჯიმშელეიშვილის ნაამბობიდან ვგებულობთ, 15 წლის იყო, როდესაც
4 მამაკაცმა ტყეში გაიტაცა და გააუპატიურა, თუმცა დამნაშავე დღემდე არ დასჯილა.
,,25 წელია
სამართალს ვეძებ, თუმცა უშედეგოდ, ყველას ვთხოვე დახმარება, მაგრამ დამნაშავე ამ დრომდე
დაუსჯელია“,- განაცხადა ჯიმშელეიშვილმა.
სამარლის მაძიებელი
ქალბატონი, გამოძიებას დამნაშავის დასაკავებლად 10 დღის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში
კი პარლამენტის შენობის წინ თავის დაწვით იმუქრება.
აღნიშნული ინფორმაცია მედიაში საინფორმაციო სააგენტო ,,topnews" - ის მეშვეობით გავრცელდა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე