|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ცხოველები ადამიანების კომერციულ ინტერესებს ეწირებიან“

უსახლკარო ცხოველებთა მიმართ ჰუმანური მიდგომების დამკვიდრება და ცხოველთა დაცვის რეგულაციების გაუმჯობესება,- ამ თემებზე სასაუბროდ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცის ინიციატივით ცხოველთა კონტროლის ეროვნული საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული საბჭო სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და ორიენტირებულია, როგორც გარეული ასევე შინაურ მფლობელობაში არსებული ცხოველების სწორ მოვლასა და   მათ მიმართ ჰუმანურ მიდგომებზე.

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი მირანდა ჩოგავაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ცხოველთა უფლებები მინიმუმამდეც არ არის დაცული და ამ მხრივ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართელობებს და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას ეკისრება. ,,ეს არის პირველი და უპრეცენდენტო შემთხვევა, რომ საქართველოში შეიქმნა მიუსაფარ ცხოველთა კონტროლის საბჭო. დღეს მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა არაგონივრულ ზღვარზეა.  ქუჩაში უამრავი მაწანწალა ძაღლია, სათანადოდ არ ხდება ცხოველთა შობადობის გაკონტროლება.  ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავი ცხოველი უკანონოდ არის დატყვევებული და კონკრეტული პირების კომერციულ ინტერესებს ეწირება.  სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ შეიკრიბა დღეს ახლად შექმნილი საბჭო და სამოავლოთ ჩვენ ცხოველთა დაცვის კუთხით სამონიტორინგო ხასიათის აქტივობებს ვგეგმავთ“,-განაცხადა მირანდა ჩოგოვაძემ. 

4 აპრილი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. რამდენი მაწანწალა ცხოველი დადის  ქუჩებში ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს თუმცა ქუთაისის მაგალითზე თამამად შეიძლება ითქვას რომ მათი რაოდენობა დღითიდღე იმატებს.


ავტორი: ეკა შალამბერიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა