თბილისში ორი პოლიციელი დაჭრეს
თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პოლიციელი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მათ მოქალაქე შემოწმების მიზნით გააჩერეს, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლა მოყვა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობილი ჭრილობები აქვთ მიყენებული. ამჟამად პოლიციელებს უტარდებათ ქირურგიული ოპერაცია. შსს-ს ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა