|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ მეფის ქუჩაზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ქუთაისში ორმილიონიანი  ინფრასტრუქტურული  პროექტი სრულდება. თამარ მეფის ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოების ბოლო ეტაპი, საფარის მესამე ფენის დაგება მიმდინარეობს. 

აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი პლიუსი“ ასრულებს. კეთილმოეწყო ბორდიულები, ტროტუარები, მოაჯირები, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა.

მიუხედავად მასშტაბური სამუშაოებისა, ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ჭები ჩაინგრა. 

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ქალაქის მერი შოთა მურღულია გაეცნო. კილომეტრი და 200 მეტრი გზის რეაბილიტაცია 6 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. სამუშაოები გასული წლის ბოლოს დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა