|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს „ჯანმრთელობის მსოფლიო დღე" აღინიშნა

დღეს „ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა.  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, მზიურის ბაღში ღონისძიება მოაწყო,  სადაც მისულ სტუმრებს  ხილისა და ბოსტნეულის დეგუსტაცია შეეძლოთ. დიდებისა და პატარების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში დღის წამყვანი, ქუჩის თეატრის მსახიობები, ყველასათვის საყვარელი ზღაპრის გმირები და ოჩოფეხებიანი ანიმატორები ზრუნავდენ.  წელს „ჯანმთელობის მსოფლიო დღის“ ძირითადი გზავნილი მთელ მსოფლიოში სურსათის სწორად შენახვასა და უსაფრთხოების წესების დაცვას წარმოადგენს.  „ჯანმრთელობის მსოფლიო დღე“ 1950 წლიდან აღინიშნება  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO). ჯანდაცვით საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილების მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს გლობალური ჯანდაცვის თემაზე. 2015 წელი სურსათის უვნებლობას ეძღვნება. აღნიშნულ ღონისძიებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 ძირითადი მესიჯი აქვს: 1) დაიცავით სისუფთავე; 2) განაცალკევეთ უმი და მომზადებული საკვები; 3) მოამზადეთ საკვები საფუძვლიანად; 4) შეინახეთ საკვები უსაფრთხოდ; 5) გამოიყენეთ  უვნებელი წყალი და სასურსათო ნედლეული.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა