|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ვანის გამგებელი?

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. შემდეგი საჯარო მოხელე, რომლის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძეა.

ხურციძემ დეკლარაცია 2014 წლის სექტემბერში შეავსო, რომლის თანახმად, მისი ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება: 7500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ დიხაშოში და 144.00 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში, აღნიშნული უძრავი ქონება ხურციძის მამის ზაურ ხურციძის სახელზეა რეგისტრირებული.

  მსუბუქი ავტომანქანა ISUZU AXIOM FYF-101 2003წ, რომელიც მისი მეუღლის ეკატერინე ჩახუნაშვილის მფლობელობაშია და რომელშიც მან  7000.00 USD გადაიხადა.

  ამავე დეკლარაციაში ვგებულობთ, რომ ხურციძის მეუღლე ეკატერინე ჩახუნაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში სპეციალისტის თანამდებობას იკავებს, სადაც დაკავებულ პოსტზე მისი წლიური შემოსავალი 3600.00 ლარს შეადგენს.

   აღნიშნულ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ხურციძის ყოველწლიურ შემოსავალზე, რომელიც მას დაკავებული თანამდებობისთვის ერიცხება. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა