ქუთაისის მერია 4 სატელევიზო გადაცემისთვის 1 530 ლარიან ტენდერს აცხადებს
ქუთაისის მერია სატელევიზიო მომსახურებისთვის ოთხი სატელევიზიო გადაცემის მოსამზადებლად 1530. 00 ლარიან ტენდერს აცხადებს.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით აღემატება მომსახურების გაწევის დასრულების ვადას.
სატენდერო წინადადებებით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების მართვის შესახებ ტელეგადაცემების ციკლის მომზადება ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 30 ივნისამდე. გადაცემებში ასახული უნდა იყოს ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობა ქ.ქუთაისში, ნარჩენების დახარისხებული შეგროვების მიმდინარეობა, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების დამოკიდებულება ნარჩენების მართვის, სეპარირების მიმართ, ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზის მოთხოვნების შესრულება ადგილობრივ დონეზე, ნარჩენების მართვის სრულყოფისთვის განხორციელებული საქმიანობა და მისი შედეგები. აღნიშნულ მასალებზე მუშაობა მოხდება საგრანტე პროექტის „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა:საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში“ განმახორციელებელ გუნდთან ერთად.
სულ უნდა მომზადდეს 4 ტელეგადაცემა, თითოეული გადაცემის ხანგრძლივობა განისაზღვროს არანაკლებ 15-დან 20 წთ-მდე და გადაცემების ეთერში გაშვების თარიღი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან.
მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პირობებს: აუცილებელია ქონდეს სიხშირული ლიცენზია ქუთაისზე და მისი გავრცელების არეალი ფარავდეს ქუთაისის არანაკლებ 90%-ს, მაუწყებლობას უნდა ახორციელებდეს საკუთარი სიხშირით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა