|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

40 000 ლარი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის

ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 40 000 ლარია.
გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე. ამავდროულად ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს რიგგარეშედ, მოთხოვნიდან დაუყონებლივ, არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა. პრეტენდენტს ქალაქ ქუთაისში უნდა გააჩნდეს ავტომანქანების ტექშეკეთებისათვის შესაბამისი ფართი (მისამართის მითითებით), აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
ტენდერის ვადა 20 აპრილს სრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა