სააღდგომო ნობათი შეჭირვებულ ადამიანებს
ქუთაისში სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ პირებს, ადგილობრივმა ხელისუფლება სააღდგომო ნობათს გადასცემს.
როგორც ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს უფროსმა გია
ჩიჯავაძემ განაცხადა ამისათვის ბიუჯეტიდან
60 00 ლარი გამოიყო, რომლის მეშვეობითაც 2628 შეჭირვებული და სოციალურად დაუცველ პირს
სააღდგომო ნობათი გადაეცემა.
,,შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეეებისთვის,
ქალაქის ხელისუფლებამ 60 000 ლარი გამოყო, რომლის მეშვეობითაც მოხდა სააღდგომო
ნობათების მომზადება. ეს არის მცირედი საჩუქარი ქალაქის ხელისუფლებიდან, რომ
აღინიშნოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ამისათვის გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც
ორგანიზაცია ,,ტენდერი 123“ - მმა გაიმარჯვა
და მათმა მოახდინეს შეძენილი ნობათის დაფასოება“, - განაცხადა ჩიჯავაძემ.
ჩიჯავაძემ
იმ სიებზედაც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სააღდგომო ნობათი ნაწილდება. მისი თქმით, აღნიშნული სიები მერიას, ადგილობრივმა ტერიტორიულმა ორგანოებმა გადასცა.
სააღდგომო
ნობათის დარიგება აღმაშენებლის გამზირზე, სოციალური მომსახურების ცენტრში ორშაბათს დაიწყო
და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
ავტორი: გიგა გელხვიიძე