ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი 60 წლის გახდა
ლეგენდარული ფეხბურთელი, ალექსანდრე ჩივაძე 60 წელისაა. ალექსანდრე ჩივაძე
1974-87 წლებში თბილისის
"დინამოში" თამაშობდა. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი,
ჩატარებული აქვს 324 მატჩი (44 გოლი),
ნათამაშები აქვს საბჭოთა კავშირის თასზე - 36 მატჩი (5 გოლი).
ალექსანდრე ჩივაძე თამაშობდა ევროპის საკლუბო ტურნირებში - 40 მატჩი (6 გოლი).
არის საბჭოთა
კავშირის ჩემპიონი (1978),
სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი
(1976 - გაზაფხული, 1976 - შემოდგომა,
1981); საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979); ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981),
საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 52 მატჩი (3 გოლი),
1982 და 1986 წლების
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე, 1980-84 წლებში
იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი.
1980 წლის
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.
1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. ჩივაძე რვაჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოთა" შორის:
შვიდჯერ - პირველ
ნომრად, ერთხელ
- მეორე ნომრად. 1993-97 და
2000-02 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 2012 წლიდან
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი,
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ფიფას ორდენითაა დაჟილდოებული.
ავტორი: ანა ჯიქია