ქუთაისში მერის გადადგომას ითხოვენ
მერიის წინ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ შოთა მურღულიას დაკავებული პოსტის დატოვება მოსთხოვეს, როგორც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი ნიკა ნარსია აცხადებს, შოთა მურღულია "ნეპოტიზმის მეფეა", რომელიც მერიაში მამასთან ერთად მუშაობს. "მურღულია აცხადებს, რომ ეს სამსახური მამამისისთვის საარსებო შემოსავალია, თუკი ასეთი მდგომარეობა აქვს მის ოჯახს, შევუგროვოთ ვისაც რა შეგვიძლია და დავეხმაროთ მურღულიების ოჯახს", - განაცხადა ნიკა ნარსიამ.
"თავისუფალი ზონის" წევრები შოთა მურღულიას დამატებით 2 სამსახურში მუშაობას აპროტესტებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა