|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრს უსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე  თავდაცვის მინისტრს,  მინდია ჯანელიძეს უსმემენ. მინისტრი გაწეულ საქმინობას აფასებს.  ჯანელიძის თქმით, წარმატებით  მიმიდნარეობს ახალი ქართულ ამერიკული სწავლების პროცესი,  რომელის დეტალებზე საუბრისგან მინისტრმა თავი შეიკავა.  „აღნიშნული სწავლება იქნება განსხვავებული ყველა მანამდე ჩატარებული სწავლებისგან. ეს იქნება სწავლება, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება ჩვენი სამხედროების მიერ დამატებითი უნარჩვევების  შეძენაზე, ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე და ასე შემდეგ.  2015 წლიდან ქართულ-ამერიკული სწავლება  გადაკეთდა ნატო საქართველოს სწავლებად. ამ ფორმატშიც დაგეგმილია და მიმდინარეობს  მოლაპარაკებები ნატო-საქარტველოს ერთობლივი სწავლობის განხორციელების მიზნით. მიმდინარეობს კონსულტაციები ნატოს წევრ ქვეყნებთან“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.  სწავლება მაისის თვეშია დაგეგმილი.

 სხდომას უმცირესობის ის წევრები ესწრებიან, რომლებიც თბილისში გამართულ საკომიტეტსო სხდომებში არ მონაწილეობენ. მინდია ჯანელიძის მოსასმენად სხდომას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ესწრება. ასევე  იმყოფებიან გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა