ავღანეთის მისიაში 900-მდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს
"ჩვენ ვაგრძელებთ კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ISAF-ის
მისის დასრულების შემდეგაც და დაახლოებით 900 სამხედრო
მოსამსახურით ვმონაწილეობთ გადამჭრელი მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც
ავღანეთში მიმდინარეობს. იქ რამდენიმე ხნის წინ პირადად ვიმყოფებოდი და ჩემი თვალით ვნახე ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი,
მაღალ დონეზე შესრულებული მოვალეობები და ის თავგანწირვა, რომელსაც
ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აჩვენებენ. ეს შეფასებულია არა მარტო ჩვენს, არამედ
ყველა საერთაშორისო პარტნიოერის მიერ, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობს საერთაშორისო მისიაში", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ავტორი: ანა ჯიქია