|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ ქუთაისში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს გაიხსენებენ

მცურავი სანთლები და ტიტები - ხვალ ქუთაისში 9 აპრილის ტრაგედიას გაიხსენებენ და გმირულად დაღუპულებს პატივს მიაგებენ. ღონისძიება ქალაქის ისტორულ უბანში გაიმართება. "მონ პლაზირის ტერიტორიაზე განთავსდება 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს, რომელიც საგალობლებს შეასრულებს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლები ძეგლს თაიგულით შეამკობენ.  ღონისძიება 10:30 sაათიდან დაიწყება.

 1989 წლის  აპრილის აქციაში ათასობით ადამიანი  მონაწილეობდა, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ. მიტინგის დარბევისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთაგან 16 ქალია. 

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოცხადდა.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა