|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მოხდა საჩხერეში?

  საჩხერის პოლიციის უფროსის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის შენობის მიმართულებით გასროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას "ნიუპრესი"  შეეცადა. როგორც ადგილობრივები  აცხადებენ,  მათ სროლის ხმა თავად არ გაუგონიათ, თუმცა ამ ამბის შესახებ დილით სხვებისაგან გაიგეს. "სროლის ხმა მე არ გამიგონია, მაგრამ დილით სამსახურში რომ მოვედი,  ყველა ამაზე ლაპარაკობდა",- აღნიშნა მარკეტის თანამშრომელმა  ნათელა მჟავანაძემ. 

 საჩხერის გამგებლის მალხაზ ბაზაძის განცხადებით, მომხდარის შესახებ მანაც სხვებისაგან გაიგო.  "დილით ამის შესახებ მეც სხვებისაგან გავიგე, ადგილზე გავუშვი ჩემი წარმომადგენელი, თუმცა ფაქტი არ დასტურდება", -განაცხადა მალხაზ ბაზაძემ.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს საჩხერის პოლიციის უფროსი ზეზვა კობახიძეც. ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული დაზიანებები "ნიუპრესსმა" ვერც საჩხერის პოლიციის შენობაზე  აღმოაჩინა. 

შსს-ს განმართებით ფაქტს გენერალური ინსპექცია ამოწმებს.



ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა