|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის რეგულაციები დამტკიცდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების რეგულაციები დააწესა. მინისტრის მოცემული ბრძანებით სამინისტრომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება, რითაც მკაფიოდ განსაზღვრა ელექტრონული მეთვალყურეობის წესები და მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების, დაცვისა და განადგურების რეგულაციები. მსგავსი სახის კონტროლი არ გულისხმობს ფარულ თვალთვალს და მიმართულია დაწესებულებაში სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

ამასთან ერთდა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობა და კონტროლი არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულებაში არსებულ საერთო სარგებლობის საშხაპეებში, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში და ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა