დაზიანებული მილის გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალი იღვრება
დღეს ქუთაისის,
ცენტრალურ მოედანზე პოლიციის დღის აღსანიშნად სამუშაოები მიმდინარეობს,
გადაკეტილია ცენტრალური გზა, მძღოლებს გადაადგილება შემოვლითი ქუჩებით უწევთ, თუმცა
აღნიშნული ქუჩები დაზიანებული მილის გამო დატბორილია.
მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ, ნიუპორტისა და კოსტავას კვეთაზე დაზიანებული მილიდან წყალი ქუჩაში მიედინება. მოსახლეობის თქმით, არსებული მდგომარეობა რამდენიმე საათია გრძელდება.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურიდან აცხადებენ, პრობლემის გადაჭრაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა