|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალაქის სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მიმდინარეობს

  დღეს ქუთაისის მერიაში ტრანსპორტის კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსის ღიად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით 3 კამერით ჩაწერა მიმდინარეობს,  მათ შორის ადგილობრივი ტელევიზიით.

ამასთან ერთად, მერიის მისაღებში  კონკურსის პირდაპირი ტრანსლირება ხდება. კონკურს ესწრება ნებართვის მაძიებელი, ან უფლებამოსილი პირი. სხვა დაინტერესებული პირები კონკურსის მიმდინარეობას თვალს მონიტორზე ადევნებენ. ქუთაისის მერიის მიერ კონკურსი 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე მიმდინარეობს. კონკურსს მერიაში სპეციალურად შექმნილი კომისია ხელმძღვანელობს, რომელიც 10 ადამიანისგან შედგება: თავმჯდომარემოადგილე და 8 წევრი. ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზების ახალ მფლობელებს მაღალი ქულებით გამოავლენს. ნებართვებს კი 2 კვირის ვადაში გასცემს. კონკურსი M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი