|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"112" ქუთაისში ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს იწვევს

31 მაისს პოლიციის დღეს ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებებით  აღნიშნავენ,  სადაც წარმოდგენილი იქნება შსს-ს ყველა სამსახური, მათ შორის  112-ის  დეპარტამენტი. როგორც „112“-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თეა გზირიშვილმა განაცხადა, 

ამ დღეს ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ  ადგილზე დარეგისტრირნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში, რათა  საჭიროების შემთხვევაში მათ შეეძლოთ გადაუდებელი დახმარების ნომერთან დამოუკიდებლად წვდომა. "გვინდა ხმა მივაწვდინოთ, იმ ადამიანებს, რომლებიც  ურთიერთობენ ჟესტური ენის გამოყენებით, 31 მაისს, ქუთაისში, მოვიდნენ პოლიციის დღესასწაულზე და "112" მათ საშუალებას მისცემს ადგილზე დარეგისტრირდნენ",-განაცხადა თეა გზირიშვილმა.

„112“-ის ახალი, უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. მისი სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს  ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ.  

 სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე